მთავარი გვერდი

რჩეული სტატია

გაეროს წევრი სახელმწიფოები: გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შემადგენლობაში შედის 193 სუვერენული სახელმწიფო. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო) არის მსოფლიოში ყველაზე დიდი მთავრობათაშორისი ორგანიზაცია. ყველა წევრს აქვს თანაბარი წარმომადგენლობა გაეროს გენერალურ ასამბლეაში. გაეროს წესდება განსაზღვრავს წევრი ქვეყნების მიღების წესებს. წევრობა ღიაა ყველა მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოსთვის, რომელიც ეთანხმება ქარტიის პირობებს და შეუძლია მათი შესრულება. ახალი წევრებს რეკომენდაცია უნდა გაუწიოს გაეროს უშიშროების საბჭომ. წევრი ქვეყნების გარდა, გაერო ასევე იწვევს არაწევრ სახელმწიფოებს, როგორც დამკვირვებლებს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. უშიშროების საბჭოს მიერ ახალი წევრის მიღებაზე რეკომენდაციის გასაცემად საჭიროა საბჭოს თხუთმეტი წევრიდან არანაკლებ ცხრის დადებითი ხმა, ხოლო ხუთი მუდმივი წევრიდან არცერთმა არ უნდა გამოიყენოს იყენებს ვეტოს უფლებას. შემდეგ უშიშროების საბჭოს რეკომენდაცია უნდა დამტკიცდეს გენერალურ ასამბლეაზე ხმების ორი მესამედით.

დღის სტატია

ვარშავის პაქტი
ვარშავის პაქტი
ვარშავის პაქტი ან ვარშავის ხელშეკრულება, ოფიციალური სახელი მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულება, იყო ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპული კომუნისტური ქვეყნების ორგანიზაცია. დაარსდა 1955 წელს ვარშავაში, პოლონეთი, ნატოს ალიანსის მიერ შექმნილი სავარაუდო საფრთხის დასაბალანსებლად (ეს უკანასკნელი 1949 წელს დაარსდა). ვარშავის პაქტის შექმნას წინ უძღოდა რე-მილიტარიზებული დასავლეთ გერმანიის ნატოში ინტეგრაცია პარიზის შეთანხმების რატიფიკაციით. პაქტმა იარსება მთელი ცივი ომის განმავლობაში, სანამ ზოგიერთი ქვეყანა გამოვიდოდა 1991 წელს, რომელსაც აღმოსავლეთ ბლოკის დაცემა და საბჭოთა კავშირში პოლიტიკური ცვლილებები მოჰყვა. ვარშავის პაქტი ოფიციალურად დაიშალა 1991 წლის ივლისში.

დღის სურათი

სიახლეები

14 მაისი — ამ დღეს...

ედუარდ ჯენერი
ედუარდ ჯენერი
  • 1607 : ინგლისელებმა ამერიკაში პირველი კოლონია დააარსეს ჯეიმსტაუნში, ვირჯინია.
  • 1643 : ოთხი წლის ლუი XIV საფრანგეთის მეფე გახდა მამის, ლუი XIII, გარდაცვალების გამო.
  • 1769 : ინგლისელმა ექიმმა ედუარდ ჯენერმა (სურათზე) მსოფლიოში პირველი აცრა გააკეთა.
  • 1900 : ზაფხულის ოლიმპიური თამაშები გაიხსნა პარიზში, მასში პირველად მიიღეს მონაწილეობა ქალებმა.
  • 1913 : როკფელერის ფონდი შეიქმნა ჯონ დ. როკფელერის ბოძებული $100 მილიონი დოლარით.
  • 1922 : თბილისის სამხატვრო აკადემია გაიხსნა.
  • 1948 : პრემიერ-მინისტრი დავიდ ბენ-გურიონი თელ-ავივში სახახლოდ კითხულობს ისრაელის დამოუკიდებლობის დეკლარაციას.
  • 1955 : ცივი ომი: რვა ევროპულმა სოციალისტურმა ქვეყანამ ხელი მოაწერა ვარშავის პაქტს.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი