Reading/Web/Accessibility for reading/Updates/2024-06 deployments/ka

იერსაჼის მენიუ და ნაგულისჼმევად აჼალი სჱანდარჱული ლრიჀჹიქ ზომა ჼელმისაწვდომი იჄნება სისჱემიდან გამოსული მომჼმარებლებისთვის

გაეáƒȘანით ჹეჱყობინებას áƒ—áƒ„áƒ•áƒ”áƒœáƒĄ ენაზე ‱ Please help translate to your language

მოგესალმებით! ჩვენ ვართ Ⴠონდ ვიკიმედიის „ვებ“ გუნდი. ჩვენ ვმუჹაობთ, რომ გავჼადოთ ვიკიმედიის áƒžáƒ áƒáƒ”áƒ„áƒąáƒ”áƒ‘áƒ˜ წასაკითჼავად áƒŁáƒ€áƒ áƒ მარჱივი, რაáƒȘ მიმდინარე წლის წლიური გეგმის მიზნის „კითჼვისა და მედიის გამოáƒȘდილების“ ნაწილია. ამ მიზნის მისაჩწევად, ჩვენ დავნერგეთ „წაკითჼვის ჼელმისაწვდომობის“ ბეჱა-áƒ€áƒŁáƒœáƒ„áƒȘია. იქ ამაჱებს მენიუს, რომელიáƒȘ მუჹაობს „Vector 2022“ გარე იერსაჼი áƒ©áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ˜áƒĄáƒáƒĄ და სისჱემაჹი ჹესულ მომჼმარებლებს საჹუალებას áƒáƒ«áƒšáƒ”áƒ•áƒĄ აირჩიონ სჼვადასჼვა ლრიჀჹიქ ზომები და áƒ€áƒ”áƒ áƒ˜áƒĄ áƒĄáƒ„áƒ”áƒ›áƒ”áƒ‘áƒ˜ ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე.

მენიუ ნერგავს აჼალ სჱანდარჱული ლრიჀჹიქ პარამეჱრს. ეს პაჱარაზე ზრდის ლრიჀჹიქ ზომას და სიმაჩლეს. იგი ლეირჩა მრავალი წყაროს áƒĄáƒáƒ€áƒŁáƒ«áƒ•áƒ”áƒšáƒ–áƒ”. ამის ჹესაჼებ დამაჱებით ინჀორმაáƒȘიაქ ნაჼავთ „აჼალი სჱანდარჱული ლრიჀჹიქ პარამეჱრის ჹესაჼებ“ áƒĄáƒ”áƒ„áƒȘიალი.

რა ჹეიáƒȘვლება

  • ჩვენ მზად ვართ გავჼადოთ აჼალი იერსაჼის მენიუ ჼელმისაწვდომი სისჱემიდან გამოსული და ჹესული მომჼმარებლებისთვის.
  • ამავდროულად, ჩვენ ასევე გავჼდით ლრიჀჹიქ ზომის აჼალ სჱანდარჱულ ვარიანჱს ნაგულისჼმევს მჼოლოდ სისჱემიდან გასული მომჼმარებლებისთვის.
  • áƒąáƒ”áƒ„áƒœáƒ˜áƒ™áƒŁáƒ áƒ˜ პრობლემების არ გამოვლენის ჹემთჼვევაჹი, ჩვენ ვგეგმავთ ამ áƒȘვლილების განჼორáƒȘიელებას მომდევნო ორი კვირის განმავლობაჹი.
  • მოგვიანებით, ამ მენიუჹი ასევე დაემაჱება áƒ›áƒŁáƒ„áƒ˜ რეჟიმის áƒáƒ áƒ©áƒ”áƒ•áƒ˜áƒĄ áƒšáƒ”áƒĄáƒáƒ«áƒšáƒ”áƒ‘áƒšáƒáƒ‘áƒ, რომელიáƒȘ ამ დროისთვის ბეჱა-áƒ€áƒŁáƒœáƒ„áƒȘიად რჩება. დამაჱებითი ინჀორმაáƒȘიისთვის იჼილეთ áƒžáƒ áƒáƒ”áƒ„áƒąáƒ˜áƒĄ გვერდი.

მენიუს ჹესაჼებ

აჼალი მენიუ სისჱემაჹი ჹესულ და გამოსულ მომჼმარებლებს საჹუალებას მისáƒȘემს ჹეáƒȘვალონ პარამეჱრები:

  1. áƒąáƒ”áƒ„áƒĄáƒąáƒ˜áƒĄ ზომა და ჼაზის სიმაჩლე (ამ მომენჱისათვის ჼელმისაწვდომია როგორáƒȘ ბეჱა-áƒ€áƒŁáƒœáƒ„áƒȘია): მომჼმარებლებს ლეეძლებათ აირჩიონ ლრიჀჹიქ ზომა პაჱარა (მიმდინარე ნაგულისჼმევად მოáƒȘემული), სჱანდარჱული (რეკომენდებულია უკეთესი ჼელმისაწვდომობისთვის) და დიდი ვარიანჱებს ჹორის. პარამეჱრის áƒȘვლილება გამოიწვევს áƒąáƒ”áƒ„áƒĄáƒąáƒ˜áƒĄ ლრიჀჹიქ ზომის და ჼაზის სიმაჩლის áƒȘვლილებას.
  2. áƒ›áƒŁáƒ„áƒ˜ რეჟიმი (ამ მომენჱისათვის ჼელმისაწვდომია როგორáƒȘ ბეჱა-áƒ€áƒŁáƒœáƒ„áƒȘია): მომჼმარებლებს ლეეძლებათ აირჩიონ ქაიჹიქ განათება áƒ›áƒŁáƒ„ რეჟიმჹი მუდმივად, ან აირჩიონ „ავჱომაჱური“ რეჟიმი, რომელიáƒȘ დააყენებს áƒ›áƒŁáƒ„ რეჟიმს დჩის ან ჩამის ჹესაბამისად, მოწყობილობის ან ბრაუზერის პარამეჱრზე დაყრდნობით.
  3. კონჱენჱის სიგანე (ადრე ჼელმისაწვდომი იყო გადართვის ჩილაკის საჼით): ჩვენ გადავიჱანეთ კონჱენჱის სიგანის გადართვის ჩილაკი გვერდის ბოლოდან აჼალ მენიუჹი ჩილაკის საჼით. იქ ზუსჱად ისევე იმუჹავებს, როგორáƒȘ წინა გადამრთველი. წინა გადართვის ჩილაკი ა჊არ იჄნება ჼელმისაწვდომი.

მენიუ, დაიჱესთა როგორáƒȘ ბეჱა-áƒ€áƒŁáƒœáƒ„áƒȘია სისჱემაჹი ჹესული მომჼმარებლების მიერ სჼვადასჼვა ვიკიჹი, ასევე დაიჱესთა მკითჼველების მიერ. ამ ჱესჱირებების ჹედეგის áƒĄáƒáƒ€áƒŁáƒ«áƒ•áƒ”áƒšáƒ–áƒ”, ჩვენ ჹევáƒȘვალეთ მენიუ, რათა გაუმჯობესებულიყო მისი პოვნის და გამოყენების სიმარჱივე, ასევე გაჯეჱების თავსებადობა.

მენიუ გამოჩნდება გვერდის მარჯვნივ, ინსჱრუმენჱების მენიუს Ⴤველ, თუ იქ დამაგრებულია. ინსჱრუმენჱების მენიუსგან განსჼვავებით, იერსაჼის მენიუ ნაგულისჼმევად დამაგრებულია, მაგრამ მისი დამალვა მარჱივად áƒšáƒ”áƒĄáƒáƒ«áƒšáƒ”áƒ‘áƒ”áƒšáƒ˜áƒ. მენიუს დამალვის ჹემდეგ, იქ გადადის გვერდის ზედა ველჹი.

აჼალი სჱანდარჱული ლრიჀჹიქ პარამეჱრის ჹესაჼებ

მიმდინარე ნაგულისჼმევ áƒšáƒ áƒ˜áƒ€áƒąáƒáƒ“ მოáƒȘემულია „პაჱარა“ ვარიანჱი. ჩვენ ჹევáƒȘვლით მას „სჱანდარჱულზე“ სისჱემიდან გასული მომჼმარებლებისთვის, ჼოლო „პაჱარას“ áƒšáƒ”áƒ•áƒ˜áƒœáƒáƒ áƒ©áƒŁáƒœáƒ”áƒ‘áƒ— ნაგულისჼმევ ვერსიად სისჱემაჹი ჹესული მომჼმარებლებისთვის. „სჱანდარჱული“ და „დიდი“ ვარიანჱები ლეიჄმნა და ჱესჱი გაიარა ჹემდეგ მოáƒȘემულობებზე დაყრდნობით:

  • აკადემიური კვლევები და რეკომენდაáƒȘიები ლრიჀჹიქ საუკეთესო საჹუალო ზომისთვის, რაáƒȘ მისაჩებია მკითჼველთა უმრავლესობისთვის. ამ რეკომენდაáƒȘიებჹი ნათჄვამია, რომ ჩვენი ამჟამინდელი ლრიჀჹიქ ზომა ძალიან პაჱარაა იმისთვის, რომ ადამიანების უმეჱესობა áƒ™áƒáƒ›áƒ€áƒáƒ áƒąáƒŁáƒšáƒáƒ“ წაიკითჼონ. ეს ნიჹნავს, რომ ადამიანები საჹუალოდ áƒŁáƒ€áƒ áƒ ნელა კითჼულობენ, კითჼვისას ძაბავენ თვალებს ან უჭირთ áƒąáƒ”áƒ„áƒĄáƒąáƒ˜áƒĄ ნათლად დანაჼვა. ნაგულისჼმევად მოáƒȘემული ლრიჀჹიქ ზომის გაზრდა აუმჯობესებს ამ საკითჼებს ყველა მომჼმარებლისთვის, მათ ჹორის იმ მომჼმარებლებისთვის, რომლებსაáƒȘ áƒšáƒ”áƒĄáƒáƒ«áƒšáƒáƒ არ ჰჄონდეთ საკმარისი დრო, რათა დაჼარჯონ დრო პარამეჱრის ჹეáƒȘვლაზე იერსაჼის მენიუს ან ბრაუზერის მეჹვეობით. ასევე მნიჹვნელოვანია ინჀორმაáƒȘიიქ სიმკვრივე, რიქ გამოáƒȘ ჩვენ გვინდოდა გაგვეზარდა ლრიჀჹიქ ზომა ინჀორმაáƒȘიიქ სიმკვრივის დაკარგვის გარეჹე. ჩვენ ამას მივაჩწიეთ არა მჼოლოდ ლრიჀჹიქ ზომის, არამედ ჼაზის სიმაჩლისა და აბზაáƒȘების ინჱერვალის ჹეáƒȘვლით.
  • 13 სჼვადასჼვა ენის, დამწერლობისა და ზომის ვიკიპედიიდან 630-ზე მეჱი ვიკიპედიელის მიერ გამოგზავნილი დიზაინი. ამ მომჼმარებელთა უმრავლესობამ (~450) აირჩია ლრიჀჹიქ ზომა, რომელიáƒȘ ნაგულისჼმევად მოáƒȘემულზე დიდი იყო. „სჱანდარჱული“ ლრიჀჹი წარმოადგენს საჹუალოდ პასუჼების ყველაზე პოპულარული კლასჱერს (15-20 áƒžáƒ˜áƒ„áƒĄáƒ”áƒšáƒ˜). „დიდი“ ლრიჀჹი წარმოადგენს კიდევ áƒŁáƒ€áƒ áƒ დიდი ვარიანჱის საჭიროებას, როგორáƒȘ წარმოდგენილია 21-26 áƒžáƒ˜áƒ„áƒĄáƒ”áƒšáƒ˜áƒĄ ზომის კლასჱერჹი. ამ საკითჼზე მეჱი ინჀორმაáƒȘიისთვის გაეáƒȘანით როგორ ჩავრთეთ პროáƒȘესჹი მოჼალისეები და როგორ მივიჩეთ ეს პარამეჱრები.
  • ბეჱა-áƒ€áƒŁáƒœáƒ„áƒȘიიქ გამოყენებამ აჩვენა, რომ მომჼმარებელთა უმეჱესობა, რომლებსაáƒȘ ჹეჼება ჰჄონდათ áƒ€áƒŁáƒœáƒ„áƒȘიასთან ერთჼელ მაინáƒȘ, ირჩევენ ლრიჀჹიქ ზომას, რომელიáƒȘ áƒŁáƒ€áƒ áƒ დიდია, ვიდრე მიმდინარე ნაგულისჼმევად მოáƒȘემული.

აჄამდე რაáƒȘ გავაკეთეთ და ჹემდეგი ნაბიჯები

სისჱემაჹი ჹესული მომჼმარებლებისთვის ამ დროისთვის áƒšáƒ”áƒœáƒáƒ áƒ©áƒŁáƒœáƒ“áƒ”áƒ‘áƒ ნაგულისჼმევად „პაჱარა“ ჹრიპჱის ზომა, მაგრამ ნებისმიერ დროს áƒšáƒ”áƒŁáƒ«áƒšáƒ˜áƒáƒ— ნებისმიერ სჼვა ზომაზე გადასვლა. რამდენიმე თვეჹი ჹევისწავლით, სისჱემაჹი ჹემოსული რამდენი მომჼმარებელი გადავა აჼალ „სჱანდარჱულ“ ზომაზე და დავიწყებთ დისკუსიას, áƒáƒ„áƒ•áƒĄ თუ არა აზრი სისჱემაჹი ჹესული მომჼმარებლებისთვის ზომის გადართვას. ბეჱა-áƒ€áƒŁáƒœáƒ„áƒȘიიდან აჩებული პირველადი მონაáƒȘემების მიჼედვით, სესიების 55%-მა, რომლებიáƒȘ áƒŁáƒ áƒ—áƒ˜áƒ”áƒ áƒ—áƒ„áƒ›áƒ”áƒ“áƒ”áƒ‘áƒ“áƒœáƒ”áƒœ áƒ€áƒŁáƒœáƒ„áƒȘიასთან, აირჩია სჱანდარჱული ან áƒŁáƒ€áƒ áƒ დიდი ლრიჀჹიქ პარამეჱრი.

თუ დაჼმარება გსურთ, ჩვენ áƒ’áƒ•áƒáƒ„áƒ•áƒĄ რამდენიმე მარჱივი თჼოვნა áƒ—áƒ„áƒ•áƒ”áƒœáƒ—áƒ•áƒ˜áƒĄ:

  1. გთჼოვთ, ჩართოთ ბეჱა-áƒ€áƒŁáƒœáƒ„áƒȘია („წაკითვის ჼელმისაწვდომობა (Vector 2022)“)
  2. ჹეამოწმეთ აჼალი მენიუ. რამე გაუგებარია? გესმით ყველა წარწერა და როგორ მუჹაობს მენიუ?
  3. ჹეამოწმეთ პაჱარა, სჱანდარჱული და დიდი ლრიჀჹიქ ზომები, áƒ€áƒ”áƒ áƒ˜áƒĄ áƒĄáƒ„áƒ”áƒ›áƒ”áƒ‘áƒ˜ და სიგანის გადართვა. დაგვიკავჹირდით, თუ ლეამჩნევთ რაიმე ჹეáƒȘდომებს, ან გაჄვთ ჹეკითჼვები ან ლელჀოთება.

თუ გსურთ გაიგოთ მეჱი áƒžáƒ áƒáƒ”áƒ„áƒąáƒ˜áƒĄ ჹესაჼებ, იჼილეთ ჼჹირად დასმული კითჼვების გვერდი. გამოჼმაურება და კითჼვები მისასალმებელია. მადლობა!